რუსულმა მხარემ მარიუპოლიდან „მწვანე დერეფნის“ შესახებ შეთანხმება დაარღვია და დაბომბვა დაიწყო, რის გამოც, მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.
„იმის გამო, რომ რუსული მხარე არ იცავს დუმილის რეჟიმს და აგრძელებდა როგორც მარიუპოლის, ისე მის შემოგარენში დაბომბვას, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.
მარიუპოლის ყველა მცხოვრებს ვთხოვთ წავიდნენ თავშესაფარში. დამატებითი ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ მალე გამოქვეყნდება.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან დუმილის რეჟიმის დამყარებისა და უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.