უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან კონტრშეტევა დაიწყეს.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელების შეტევასთან ერთად, რუსები საკუთარ პოზიციებს ტოვებენ.
„ეს შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის უძლეველობის, რუსების გაწვრთნილი რეზერვების არარსებობისა და საოკუპაციო ჯარების დემორალიზების გამო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ გვერდზე რუსი დამპყრობლების განადგურებული ტექნიკისა და დაზიანებული ტანკების ფოტოები გამოქვეყნდა.