კრემლმა აღიარა, რომ რუსეთი ამჟამად არ არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისთვის.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ახლა ჩვენ ძნელად შეგვიძლია ვისაუბროთ საინვესტიციო მიმზიდველობაზე, მაგრამ დრო იცვლება. მოვა ეკონომიკური ზრდა და შესაძლოა, სხვებმა დაიკავონ მიმავალი კომპანიების ადგილი“, - განაცხადა დიმიტრი პესკომა.
მანამდე მთელმა რიგმა მსოფლიო ბრენდმა შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში: IKEA, H&M, Nike, Apple, Dell, Ford, BMW, Harley-Davidson და სხვებმა.