უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევში სიტუაციას სრულად აკონტროლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევში სიტუაციას სრულად აკონტროლებს

5-03-2022, 13:49 - 2022
482
       

„ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, ფედორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ კიევში სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სრულად კონტროლდება.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი და დეპუტატები თავის კაბინეტებში მუშაობენ და არსად წასულან.

„ქალაქ კიევში სიტუაცია მთლიანად კონტროლდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ. ყველაფერი თავის ადგილზეა. ნუ დაუჯერებთ რაიმე ყალბს. პრეზიდენტი მუშაობს თავის კაბინეტში. მინისტრთა კაბინეტი მუშაობს თავის კაბინეტში. სახალხო დეპუტატები მუშაობენ“, - განაცხადა ვენისლავსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები