უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ოკუპანტისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ოკუპანტისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა

5-03-2022, 12:28 - 2022
1 065
       

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცადებით, უკრაინაში მტრის ჯარების სამხედრო რესურსები იწურება.

მინისტრის თქმით, ოკუპანტისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა.

"უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და იქნება ლოგისტიკური კოლაფსი. იზრდება მტრის ტყვედ აყვანის ტენდენცია. არა მარტო ჯარისკაცების, არამედ მთელი ოცეულების. მათ უკვე ესმით, რომ ცხედრები ათასობითაა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის ისინი ქვემეხის საკვებია, დასახარჯი მასალა მისი იმპერიული ოცნების მისაღწევად. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა, რომ მათ უღალატეს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, ოკუპანტისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები