ნიკოლაევში ომის მეათე ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა მტერი კვლავ ისროდა და ამჟამად ქალაქზე თავდასახმელად ჯარების შეგროვებას აგრძელებს.
როგორც ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, ქალაქი რუსი ოკუპანტების მოსაგერიებლად ემზადება.
„ღამემ მშვიდად ჩაიარა, მტერმა გაისროლა, ის აგროვებს ჯარს სოფლების ჰალიცინოვესა და ბაშტანკას მახლობლად, ემზადება შემდგომი მოძრაობებისთვის. ჩვენ ვემზადებით მათ მოსაგერიებლად“, - განაცხადა ვიტალი კიმიმ.
კიმმა დასძინა, რომ მათ მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, მტრის გეგმის თანახმად, „რუსულ ჯარებს 3 დღის წინ უნდა გაევლოთ ნიკოლაევი, აეღოთ ყველაფერი და არციზში, ოდესასთან ახლოს უნდა დამდგარიყვნენ“.
„ჩვენც და ოდესაც ვდგავართ, ვარღვევთ მტრის გეგმებს. როგორც ჩანს, პუტინს მარაგი ნამდვილად ეწურება, მისი ლულა უძირო არ არის“, - დაასკვნა კიმმა.