ენერგოდარის მერის, დიმიტრი ორლოვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს, საკრებულოს შენობაში შევიდნენ და შიგნით ჩაიკეტნენ.
როგორც მერი ამბობს, სამუშაოდ ალტერნატიულ სივრცეს მოძებნიან და საქმიანობას არ შეაჩერებენ.
„08:00 საათზე ქალაქის ხელისუფლება მთელი ძალით მოვიდა სამუშაოდ, მაგრამ მერიის შენობამდე ვერ მივიდნენ. ოკუპანტებმა კარი ჩაკეტეს. ჩვენ მოვაწყობთ სხვა სამუშაო ადგილს, რათა უზრუნველვყოთ ოკუპირებული ენერგოდარის სიცოცხლისუნარიანობა. მიუხედავად ამისა, ენერგოდარი იყო და რჩება უკრაინა“, - აცხადებს დიმიტრი ორლოვი.