უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს - ბლინკენი

უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს - ბლინკენი

5-03-2022, 10:45 - 2022
525
       

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ომი ისე არ წარიმართა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაგეგმა.

„თუ მოსკოვი აპირებს ხელისუფლების დამხობას და საკუთარი მარიონეტული რეჟიმის დამყარებას, 45 მილიონი უკრაინელი როგორღაც უარს იტყვის მასზე“, - ამბობს ბლინკენი.

ბლინკენმა თქვა, რომ არ იცოდა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ომი. ამასთან, მან შეაქო უკრაინელი ხალხის „არაჩვეულებრივი გამძლეობა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები