ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერი და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე დავიდ არახამია მიიჩნევს, რომ რუსეთს დიდი კონტროლი არ აქვს „კადიროველებზე“, რომლებმაც უკრაინაში ბირთვული ობიექტები დაიკავეს.
„ამჟამად ბირთვულ ობიექტებს მართავენ ეგრეთ წოდებული კადიროვიტები და ჩერენები. მათ მოკლეს რამდენიმე მუშა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ და მუშაობდნენ ბირთვული უსაფრთხოების საკითხზე.
როდესაც ამ ობიექტებზე თავდასხმა დაიწყო, ჩვენ მთელ საერთაშორისო სამყაროს ვეუბნებოდით, რომ არ შეგვეძლო... და რუსეთიც კი, ჩვენ გვჯერა, რომ ვერ იძლევა იმის გარანტიას, რაც ახლა ამ ჩეჩენ ბოევიკებს აქვთ მხედველობაში.
მათ შეუძლიათ შემდეგ დააშანტაჟონ რუსეთი და თქვან „მოდით ჩეჩნეთს დამოუკიდებლობა მივცეთ“. ფაქტობრივად, კონკრეტულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა დაიკავეს ბირთვული ობიექტები“, - განაცხადა არახამიამ.