უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ჯარი კიევის მახლობლად ერთმანეთს დაუპირისპირდა.
შედეგად, ოკუპანტებმა დაკარგეს 9 ტანკი და 4 ჯავშანტრანსპორტიორი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს იგივე სულისკვეთებით გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
„მეგობრული ცეცხლის“ წყალობით განადგურდა 9 ტანკი და 4 ჯავშანტრანსპორტიორი. შესაბამისად, გადაგვირჩინა 13 ჯაველინი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ესმით ასეთი სუიციდური ტენდენციების გამოვლინება ოკუპანტებში და სთხოვენ მათ ამ სულისკვეთებით გააგრძელონ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში