გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის მოსაგერიებლად, - ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს წევრებს.
მისი თქმით, თუ ამას არ გააკეთებენ, მოუწევთ გაიზიარონ პასუხისმგებლობა, უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე.
„ჩვენი სახელმწიფო მზადაა იბრძოლოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის შემთხვევებზე, რომლებიც იღუპებიან რუსული თვითმფრინავებიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშებისას“, - აცხადებს დმიტრო კულება.