პუტინმა ზელენსკისთან პირისპირ საუბარზე უარი თქვა

პუტინმა ზელენსკისთან პირისპირ საუბარზე უარი თქვა

4-03-2022, 16:53 - 2022
730
       

კრემლმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი საუბრის დაწყებაზე.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის დენაციფიკაციის მოთხოვნებზე.

ცნობისთვის, მოლაპარაკების პირველ რაუნდზე და შემდეგაც რუსული მხარე აცხადებდა, რომ მათი ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინის დენაციფიკაცია იყო. დღეს დილით უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით უკან დაიხია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები