რუსმა დამპყრობლებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას ალყა შემოარტყეს

რუსმა დამპყრობლებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას ალყა შემოარტყეს

4-03-2022, 14:47 - 2022
472
       

რუსმა დამპყრობლებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას ალყა შემოარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას. ის მათი კონტროლის ქვეშაა“, - ნათქვამია უწყების ანგარიშში.

შემდგომში ცნობილი გახდა, რომ დატყვევებულ ქალაქში რუსული ტელევიზია ჩართეს.

„SBU-ს წყაროები იუწყებიან, რომ ოკუპანტებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძაზე თავიანთი აღჭურვილობა დაამონტაჟეს და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა დაიწყეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინული მედიის ცნობით, დღესვე ცნობილი გახდა ხერსონის სატელევიზიო ანძის სავარაუდო აღების შესახებ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქალაქში რუსული პროპაგანდისტული არხების გაშვება იგეგმება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები