ჩერნიგოვში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა - RSA

ჩერნიგოვში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა - RSA

4-03-2022, 13:34 - 2022
527
       

ჩერნიგოვში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპულებიდან 38 მამაკაცი, 9 კი ქალია.

„სამედიცინო დაწესებულებების განახლებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 3 მარტს, ჩერნიგოვის ტერიტორიაზე რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 47 ადამიანი - 38 მამაკაცი და 9 ქალი. გადარჩენილია 18 ადამიანი“, - ნათქვამია ანგარიშში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები