საოკუპაციო ჯარები „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ გამოცხადებას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იტყობინება.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მარტს ხერსონის თავისუფლების მოედანზე რუსი დამპყრობლები „აფრიალებენ რუსეთის ფედერაციის დროშებს და შეჰყვირიან, რომ ხერსონი არის ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“.
ცენტრმა მოუწოდა ხერსონის მოსახლეობას, არ მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში და არ დაემორჩილონ მანიპულირებას.
შეგახსენებთ, რომ როგორც UNIAN იტყობინება, 2 მარტს, საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რუსმა დამპყრობლებმა კონტროლი აიღეს ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასა და ტელეანძაზე.