დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ჟიტომირი. ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქების ხმა ისმოდა.
ჟიტომირის მერმა, სერგეი სუხომლინმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში გაავრცელა ინფორმაცია სარაკეტო დაბომბვის შესახებ. მისი თქმით, რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა.
„რაც შეეხება დაშავებულებს, მოგვიანებით გავრცელდება ცნობა, ფაქტობრივად, სკოლის ნახევარი დაინგრა, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, - განაცხადა მერმა.