ხერსონში ოკუპანტების მობილიზებაა - რუსეთი აპირებს ხერსონი „სახალხო რესპუბლიკად“ გამოაცხადოს

ხერსონში ოკუპანტების მობილიზებაა - რუსეთი აპირებს ხერსონი „სახალხო რესპუბლიკად“ გამოაცხადოს

4-03-2022, 02:01 - 2022
480
       

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი იუწყება, რომ რუსები 4 მარტს ხერსონის თავისუფლების მოედანზე აფრიალებენ რუსეთის დროშებს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები აპირებენ ხერსონი „სახალხო რესპუბლიკად“ გამოაცხადონ.
 
ცნობილია, რომ ქალაქში ჩამოყვანილია 2 დიდი ავტობუსი, 20 მანქანა, 2 სპრინტერი.
 
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას არ მიუახლოვდნენ ამ ხალხს და არ დაუჯერონ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები