ჩერნიგოვში, კორპუსის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ტელეგრამში შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო იტყობინება.
„18:20 საათისთვის ჩერნიგოვში საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს 33 დაღუპულის ცხედარი და 18 დაშავებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელ უბანზე. დაინგრა კორპუსები.
ასევე, რუსულმა ავიაციამ ჩერნიგოვში ორი სკოლა დაბომბდა.