რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
BBC-ის ცნობით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ რუსეთი წარმატებით მიაღწევს უკრაინის დემილიტარიზაციას და მას ნეიტრალურად აქცევს - რა მიზანიც ჰქონდა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, მხოლოდ გამოიწვევს რუსეთის მიერ მისი მოთხოვნების გაფართოებას.
BBC-ის ინფორმაციით, პუტინმა ასევე უთხრა მაკრონს, რომ იგი არ ეთანხმება საფრანგეთის ლიდერის გუშინდელ გამოსვლას, რომელშიც მან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა.