SBU - სულ უფრო მეტი შემთხვევაა, როცა რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ნებდებიან

SBU - სულ უფრო მეტი შემთხვევაა, როცა რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ნებდებიან

3-03-2022, 19:11 - 2022
1 067
       

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათმა წინაარმდეგობამ რუსი ოკუპანტების შემტევი ხასიათი შეცვალა.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ნებდებიან და უარს ამბობენ შეტევის გაგრძელებაზე.

„უკრაინელებისა და შეიარაღებული ძალების სასტიკმა წინააღმდეგობამ თანდათან შეცვალა რუსი ოკუპანტების შემტევი ხასიათი. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი შემთხვევაა, როცა რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ნებდებიან და უარს ამბობენ შეტევის გაგრძელებაზე. და ისინი ამას აკეთებენ მთელ ორგანიზებულ ჯგუფებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ნიკოლაევის მიდამოში შეიარაღებულმა ძალებმა გაანეიტრალეს რუსული დესანტი, რომელიც დაშვებას ცდილობდა. 

„ზოგიერთი ოკუპანტი მაშინვე დანებდა. დედასთან საუბარში რუსმა მედესანტემ უთხრა, სად იბრძოდა სინამდვილეში. ამასთან, მან სთხოვა ჯარისკაცების დედებს საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნით. ამის შემდეგ ნიკოლაევთან კიდევ ექვსი რუსული ტანკერი ნებაყოფლობით ჩაბარდა ჩვენ ძალებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები