იაკოვლევკაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

იაკოვლევკაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

3-03-2022, 17:09 - 2022
521
       

ხარკოვის ოლქის სოფელ იაკოვლევკაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა, დაინგრა 30 კერძო სახლი.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.

„2 მარტს, 22:57 საათზე ხარკოვის ოლქის მერეფიანსკის თემის სოფელ იაკოვლევკაში მტრის საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. დაინგრა სულ მცირე 30 კერძო სახლი, ასევე კერძო მანქანები და შენობები. 7 ადამიანი დაშავდა. ნანგრევებიდან 10 ადამიანი გამოიყვანეს. სამწუხაროდ, 3 ჩვენი თანამემამულე დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები