ევროკავშირი მზადაა, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღოს, - „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ განცხადებები იყო „დაუყოვნებლივი“.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს.