რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამერიკის შეერთებულ შტატებში „ევროპის დამორჩილებისთვის“ ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს.
გარდა ამისა, ლავროვი თავს დაესხა უკრაინის მთავრობასაც და მას „ნეონაცისტური რეჟიმი“ უწოდა. მისი თქმით, „უკრაინული ბანდები“ ქალაქებს ძარცვავენ.
„ადრე ნაპოლეონსა და ჰიტლერს მიზნად ჰქონდათ დაემორჩილებინათ ევროპა - ახლა ამას ამერიკელები აკეთებენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „ნატო ცდილობს, რუსეთის ხარჯზე დასავლეთის უსაფრთხოება გააძლიეროს“.