„ის იღებს გადაწყვეტილებებს... რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ“ - ევროპარლამენტარი

„ის იღებს გადაწყვეტილებებს... რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ“ - ევროპარლამენტარი
3-03-2022, 14:29 - 2022
1 669

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, საქართველოში გადაწყვეტილებებს ერთი კაცი იღებს. ჟურნალისტის კითხვაზე, ვის გულისხმობდა, ევროდეპუტატმა განმარტა, რომ მან ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

იუკნევიჩიენემ ისაუბრა საქართველოს უარზე, დააწესოს სანქციები რუსი აგრესორის წინააღმდეგ. მისი თქმით, სანქციების არ დადება რუსეთისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხარს უჭერს კრიმინალს და მხარს უჭერს პუტინს.

„იმ შემთხვევაში თუ უკრაინას განაცხადი დაეხმარება საქართველოს მომავალში და მე ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, რადგანაც პუტინი, ჩემი აზრით, აანალიზებს, რომ მისი დასასრული ახლოსაა. როდის მოხდება ეს არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მოვა ამის დასასრული. მსოფლიო მასშტაბით ადამიანები გაერთიანდნენ და ეს არის დასაწყისი. კოლაფსი ელოდება რუსეთს და ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ გათავისუფლდეს რუსი მოსახლეობა. ისინი დატყვევებულები და ტყუილით მოწამლულები არიან. ეს ძალიან  მძიმეა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონზე საქართველომ ერთიანობა აჩვენოს. ისინი მხარში უნდა დაუდგნენ უკრაინას არამხოლოდ თავისი ინტერესების გამო, არამედ უნდა შეუერთდნენ სანქციებს და იგივე ბენეფიტები მოითხოვონ, რაც უკრაინას სურს ევროკავშირისა და მისი წევრობისგან.

პარლამენტის წევრები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ პროცედურის [ევროკავშირში განაცხადის შეტანის] ბედს. მე ვფიქრობ, რომ არ ჰქონიათ [ქართულ ოცნებას] არავითარი კონსულტაცია შესაძლოა, მათ ჰქონდათ კონსულტაცია ევროსაბჭოში, მაგრამ მე ამის შესახებ არ მომეხსენება. ევროკავშირი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ორგანო, ეს არის ერთ-ერთი ორგანო. რაც უკვე აღვნიშნე, იმის შესახებ თუ როგორც ვხედავთ მდგომარეობას საქართველოში, სამწუხაროდ, ეს არ არის მდგომარეობა ქართველი ხალხის, ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც არის „ქართული ოცნება“ და ეს არ არის საუკეთესო იმიჯი და არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს და ეს ყველას ესმის. სანქციების არ დადება რუსეთისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხარს უჭერს კრიმინალს, მხარს უჭერს პუტინს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ“, - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ „ფორმულასთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა