ხარკოვის რეგიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, 285 კი დაშავდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს.
„ზოგადად გასაოცარია მოსახლეობის ზარალის სტატისტიკა: დაიღუპა 34 ადამიანი, დაშავდა 285, მათგან 10 ბავშვია“, - ნათქვამია ანგარიშში.
მათივე ცნობით, 2 მარტიდან 3 მარტამდე, მტერი განაგრძობდა ბომბებით, ჭურვებითა და სარაკეტო არტილერიით საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მთელ დასახლებულ პუნქტებზე დარტყმას და კლავდა მშვიდობიანი მოსახლეობას.