2 მარტს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურეს, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს.
„სუ-24მ და სუ-25 საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა უკრაინის სახმელეთო ძალების ქვედანაყოფებს საჰაერო დახმარება გაუწიეს, გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის სვეტები კიევში, სუმში, ჩერნიგოვსა და ხარკოვის რეგიონები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსი დამპყრობლების 1 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და სამხედრო ტექნიკის რამდენიმე კოლონა.