ჩაერთვება თუ არა ყაზახეთი რუსეთ-უკრაინის ომში? - თავდაცვის უწყების განცხადება

ჩაერთვება თუ არა ყაზახეთი რუსეთ-უკრაინის ომში? - თავდაცვის უწყების განცხადება

3-03-2022, 12:02 - 2022
1 006
       

„რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ყაზახეთთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სულთან კამალეტდინოვმა განაცხადა.

როგორც კამალეტდინოვმა თქვა, უკრაინაში მიმდინარე ომში არცერთ მხარეს არ უჭერენ მხარს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ყაზახეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არცერთ მხარეს არ ვუჭერთ მხარს. ამ მხრივ კითხვები არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა კამალეტდინოვმა.

ცნობისთვის, მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება „უკრაინაში არსებულ ვითარებაზე“ „მოლაპარაკების გზით“ უნდა იყოს მიღწეული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები