კიევში წუხელ 3-4 აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული შეიარაღებული ძალების ტელეგრამის არხი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამიზნეები ჩამოაგდეს. აფეთქებების რაოდენობისა და ადგილის შესახებ მონაცემები ზუსტდება.
„ინტერნეტ რესურსების მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ 2-3 მარტის ღამეს კიევში რამდენიმე აფეთქება (3-4 აფეთქება) მოხდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში მოსახლეობისგან განცხადება არ შემოსულა“, - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 01:40 საათის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.