„ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო, პოლონეთი არ აპირებს ომში მონაწილეობას“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
როგორც დუდა ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პოლონეთი ომში ჩართვისა და ჯარისკაცების გაგზავნისთვის ემზადება. მანვე დასძინა, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ ეს არ მოუწევს.
„ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო: პოლონეთი არ აპირებს ომში მონაწილეობას. პოლონელი ჯარისკაცები არ მიდიან ომში და იმედი მაქვს, რომ მათ არ მოუწევთ ბრძოლა. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ ჩვენ ვინმეს თავს დავესმებით“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.