Unian: რუსი ტყვე უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გეგმებს ავლენს - video

Unian: რუსი ტყვე უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გეგმებს ავლენს - video

3-03-2022, 11:23 - 2022
10 148
       

Unian-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დაიჭირეს რუსი ოკუპანტი, რომელიც ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ბატალიონის მეთაურის მოადგილე.

გამოცემა წერს, რომ რუსმა ტყვემ უკრაინაში შეჭრის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმები გამოავლინა.

მედიის ცნობით, გავრცელდა ვიდეო, სადაც ტყვე აცხადებს, რომ რუს ჯარებს დაჰპირდნენ, რომ ისინი უკრაინიდან 2 ან 3 მარტამდე დაბრუნდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა ომის დაწყებამდე ჯარისკაცებს ტელეფონები და დოკუმენტები ჩამოართვა და სამი დღის სამყოფი წყალი და საკვები დაურიგა. დაზვერვის ცნობით, პუტინი ელოდა, რომ უკრაინას 3 დღეში აიღებდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები