უკრაინაში, ხარკოვში რუსმა სამხედროებმა სულ მცირე სამ სკოლაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში, რომლის ავთენტურობაც CNN-მა გადაამოწმა, ჩანს, რომ დარტყმის შედეგად ტაძრები და მაღაზიებიც დაზიანდა.
„სიენენის“ ცნობით, რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ხარკოვში შევიდნენ, თუმცა ქალაქი ამ ეტაპზე უკრაინელების კონტროლქვეშაა.