რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბ ვიდეოს მიმართვას ამზადებს, რომლის მიზანიც დეზინფორმაციის გავრცელება და არეულობის მოწყობაა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის დაზვერვა აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თუ ასეთი ვიდეო გავრცელდება, უნდა იცოდნენ, რომ ის ყალბი იქნება.
„როდესაც 2022 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთთან კონფლიქტმა იმპულსი მოიმატა, მან გაააქტიურა მისთვის ხელმისაწვდომი ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი, კერძოდ, ინფორმაციული გავლენა, დაიწყო ვიდეოების გაყალბება ერთმანეთის მიყოლებით. გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახე შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთ ვიდეოში. ამიტომ, იცოდეთ, რომ ასეთი ვიდეო იქნება ყალბი, რომლის მიზანია პანიკის დათესვა, დეზორიენტაცია, გატეხვა, დარწმუნება ჩვენი ჯარების ჩაბარებაზე“, - აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახურში.