უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

2-03-2022, 17:06 - 2022
461
       

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიის დაწყების შემდეგ, 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„მეგობარს უბედურებაში იცნობენ. 160 საათზე მეტია უკრაინა და მთელი უკრაინელი ხალხი იცავს თავს რუსეთისა და ბელარუსის მზაკვრული და ცინიკური თავდასხმისგან და ყოველი საათი არის ჩვენი ბავშვების, ქალებისა და დამცველების დაკარგული სიცოცხლე“, - აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ომის შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი, სახლი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები