მტერი მასობრივად დებს იარაღს - უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

მტერი მასობრივად დებს იარაღს - უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

2-03-2022, 16:52 - 2022
1 105
       

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსი სამხედროები დემორალიზებული არიან და იარაღს მასობრივად დებენ.

მისი თქმით, შედარებით აქტიურად მხოლოდ რუსი გენერლების ქვეშევრდომები იბრძვიან.

„ბრძოლის ველზე მოხდა ფსიქოლოგიური გარღვევა, ანუ ვიცი, რომ მტერი მასობრივად დებს იარაღს და აღჭურვილობას, ნებდება ან მიემართება ბელორუსის ან რუსეთის საზღვრისკენ.

ერთადერთი, ვინც წინააღმდეგობას გვიწევს, არის მტრის ორგანიზებული მასები, რომლებსაც უძღვება რუსი გენერლები და რომლებიც ჯერ არ მოხვედრილან ჩვენი თვითმფრინავების, არტილერიის და სახმელეთო ძალების დამანგრეველი ცეცხლის ქვეშ“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები