უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა „ინსტაგრამის“ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც პირველი ლედი წერს, პუტინის თავდასხმის გამო, უკრაინელებს უწევთ შვილები ყოველ ღამე სარდაფებში წაიყვანონ და სახლების კედლების ქვეშ მტერს შეებრძოლონ.
„ასე გამოიყურება ახლა უკრაინა. აქ არის ვიდეო მსოფლიოს სანახავად - ჩვენ ომში ვართ. პუტინის თავდასხმის გამო, უკრაინელებს უწევთ შვილები ყოველ ღამე სარდაფებში წაიყვანონ და სახლების კედლების ქვეშ მტერს შეებრძოლონ. უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ და ჯერ არ შევედით. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. მთელი მსოფლიო, შეხედეთ: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის თქვენს ქვეყნებშიც“, - წერს ოლენა ზელენსკა.