რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იქნება.
„მესამე მსოფლიო ომი იქნება ბირთვული და დესტრუქციული“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან თქვა, რომ რუსეთი „არ დაუშვებს, რომ უკრაინამ ბირთვული იარაღი შეიძინოს“.
მან სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს „ბევრი მეგობარი ჰყავს“, ამიტომ მისი იზოლირება „არ შეიძლება“.
მანვე თქვა, რომ თითქოს მზად იყვნენ სანქციებისთვის, მაგრამ არ ელოდნენ, რომ მათ სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და კულტურის მოღვაწეებს დაუწესებდნენ.