ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი: ომს, რომელიც უკვე დაიწყო, მხოლოდ ომი შეაჩერებს

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი: ომს, რომელიც უკვე დაიწყო, მხოლოდ ომი შეაჩერებს
2-03-2022, 15:08 - 2022
965

„ისე ჩანს, რომ დასავლეთი პუტინის ომის დანაშაულების თანამონაწილეა. სანქციები აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაუტემ განაცხადა.

როგორც მან თქვა, ომს, რომელიც უკვე დაიწყო, მხოლოდ ომი შეაჩერებს. 

„არ უნდა მოვიტყუოთ თავი და დავიმშვიდოთ სინდისი, რომ უკრაინისთვის მხოლოდ იარაღის მიწოდებაა საკმარისი. ერთი და იგივე მანტრის გამეორება, რომ ნატო უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს აჩვენებს. უკრაინაში ევროპული ომია, ან ამ ომში ვერთვებით, ან აგრესორის სამხედრო დანაშაულების თანამონაწილე ვხდებით. უკრაინა რეალურ დახმარებას ითხოვს, ჩვენ კი ტელევიზორებში ვუყურებთ საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებას და ვიფიცებით, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. მე მრცხვენია, როცა ვუსმენ ნატოს ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ კონფლიქტში ვერ ჩაერთვებიან, თუმცა გვახსოვს რომ ჩაერთნენ სირიაში, ლიბიაში, აფრიკაში, იუგოსლავიასა და ავღანეთში. დღეს უკრაინა იბრძვის საკუთარი ერის გადარჩენისა და ევროპის მშვიდობისთვის, ჩვენ კი მხოლოდ თვალს ვადევნებთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნგრევას. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, ჯერ მხოლოდ უკრაინელ გმირებს, რადგან სხვა ჰორიზონტზე არავინ ჩანს“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაუტემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა