ზელენსკი: ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?

ზელენსკი: ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?

2-03-2022, 13:41 - 2022
598
       

ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური! 

„ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები