„უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ უკრაინის დაზვერვის ცნობით, გაქცეული პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფება მინსკში და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რუსეთ შეეცდება, რომ იანუკოვიჩი „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოაცხადოს.
მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ კრემლი შესაძლოა, ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან აქციას ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის უკრაინაში დასაბრუნებლად ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოსაქვეყნებლად.