რუსული არმიის სამხედრო ტექნიკა კვლავ დაიძრა ქალაქ ენერგოდარისკენ, სადაც უკრაინის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, ზაპორიჟია მდებარეობს.
მერი დიმიტრი ორლოვი მოუწოდებს ყველას, რომ საგუშაგოებზე მობილიზდნენ.
„ამჟამად მტერი ისევ ენერგოდარს მიუახლოვდა. ყველას მივმართავთ - სწრაფად მიუახლოვდით საგუშაგოს, ერთად არ შევუშვებთ! ყველას ველოდებით!“, - განაცხადა დიმიტრი ორლოვმა.