ნიკოლაევის ოლქში რუსეთის დესანტი დაეშვა - ვიტალი კიმი

ნიკოლაევის ოლქში რუსეთის დესანტი დაეშვა - ვიტალი კიმი

2-03-2022, 13:05 - 2022
655
       

ნიკოლაევში, ბალოვნის გარშემო, მტრის დესანტი დაეშვა, - ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიტალი კიმი აცხადებს.

კიმი აცხადებს, რომ ქალაქში საჰაერო თავდასხმა გამოცხადდა. ის ყველას სარდაფში ჩასვლას სთხოვს. მანვე კომენტანტის საათი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უშუალოდ ნიკოლაევში რუსი ოკუპანტები არ შესულან.

„დესანტი დაეშვა ბალოვნის რაიონში. 4 შვეულმფრენია. გამოვაცხადებ კომენდანტის საათს! ბრძოლები ასევე მიმდინარეობს კალინოვკასთან. სამხედროები მუშაობენ. ნიკოლაევში მტერი არ არის“, - განაცხადა ვიტალი კიმიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები