შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსი ოკუპანტის სრულმასშტაბიანი უკრაინაში შეჭრის მე-7 დღეს, მტრის დანაკარგი 5840 ადამიანს შეადგენს.
შტაბის ცნობით, მონაცემები კიდევ ზუსტდება, რადგან საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის დროს აღრიცხვა რთულია.
მტრის საერთო სავარაუდო დანაკარგები 24.02-დან 02.03-მდე იყო:
პერსონალი - 5840 ადამიანი;
თვითმფრინავი - 30 ერთეული;
ვერტმფრენები - 31 ერთეული;
ტანკები - 211-მდე;
ჯავშანტექნიკა - 862;
საარტილერიო სისტემები - 85;
საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 9;
MLRS – 40;
საწვავის ავზები - 60;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 3;
მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა - 355.