ჟიტომირში რუსული ავიაციის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი დანგრეული სახლების სარდაფებიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მედია იუწყება, რომ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ წინა დღით, 1-ელ მარტს, ჟიტომირში ოკუპანტებმა საავადმყოფოს მახლობლად ბომბი ჩამოაგდეს. მაშველებმა განაცხადეს, რომ ავიადარტყმამ წინა დღეებში დააზიანა 10 კერძო სახლი და საავადმყოფოს შენობის ფანჯრები.