ჩვენებს მკვდრები საერთოდ არ გაჰყავთ, დაჭრილებს თვითონ კლავენ - რუსი ტყვე

ჩვენებს მკვდრები საერთოდ არ გაჰყავთ, დაჭრილებს თვითონ კლავენ - რუსი ტყვე

2-03-2022, 10:18 - 2022
4 293
       

სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსი ტყვეების ვიდეოები, სადაც ისინი ოჯახის წევრებს ოჯახის წევრებს ესაუბრებიან. ჰყვები ამბობენ, რომ რუსეთს უკრაინაში დაღუპული სამხედროები არ გაჰყავს.

ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ მათ დაჭრილ სამხედროებს რუსეთი თავად კლავს. გარდა ამისა, ჯარისკაცები ოჯახებს უყვებიან, რომ ერთი კვირაა ომი მიმდინარეობს, თუმცა არცერთი გარდაცვლილის ოჯახს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიაწოდეს.

„ჩვენებს მკვდრები საერთოდ არ გაჰყავთ, დაჭრილებს თვითონ კლავენ და ტყვეებს გაცვლიან თუ არა, ეს საერთოდ უცნობია. ყველა მოკლეს და ჩვენებს გვამებიც არ მიაქვთ. უკვე ერთი კვირაა და ჯარისკაცების ოჯახებში შეტყობინებაც არ მისულა მათი დაღუპვის შესახებ. არ ილაპარაკოთ იმაზე რაც გითხარით, თორემ „ეფესბე“ დაგიჭერს“, - საუბრობს ტყვე ოჯახთან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები