უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთი ყველა მიმართულებით ცდილობს წინსვლას, მაგრამ უკრაინის დამცველებმა ისინი ყველგან უკუაგდეს.
როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რუს ოკუპანტებს ყველა მიმართულებით ზარალი აქვთ.
„მტერი მზაკვრულად აგრძელებს დაბომბვას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა დააშინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც გაბედულად დგას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ოკუპანტებს ზარალი ყველა მიმართულებით აქვთ“, - ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.