აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან, რუსეთს უფრო სუსტს, ხოლო დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს გახდის.
„როდესაც ამ ეპოქის ისტორია დაიწერება, პუტინის ომი უკრაინასთან რუსეთს უფრო სუსტს გახდის და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს“, - წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლიდან სამხედრო ინტერვენციას ახორციელებს. რუსმა ოკუპანტებმა არაერთი ქალაქი დაბომბეს. პუტინის რუსეთს მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთანავე, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო უპრეცედენტო სანქციები დაუწესდა.
When the history of this era is written, Putin’s war on Ukraine will have left Russia weaker and the rest of the world stronger.
— President Biden (@POTUS) March 2, 2022