რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს

2-03-2022, 09:16 - 2022
638
       

ხერსონში მერის, იგორ კოლიხაევის ინფორმაციით, ოკუპანტებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. ქალაქში ამ დრომდე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. 

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ხარკოვის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის წინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკაა. დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში მძიმე ტექნიკა და ქვეითები შეინიშნება. 

გარდა ამისა, მოსახლეობა ცდილობს, არ დატოვოს სახლები. ამასთანავე იგორ კოლიხაევი „მწვანე დერეფნის“ მოწყობას ითხოვს. მერი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ხერსონში მედიკამენტებისა და საკვების გაგზავნას, ასევე, დაჭრილების ევაკუაციას ითხოვს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები