შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა კეტავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის.
„ჩვენ ვხურავთ საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის. პუტინი ახლა იზოლირებულია სამყაროსგან, როგორც არასდროს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თავის გამოსვლაში ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ორჯერ გაიმეორა, რომ „პუტინმა არასწორად გათვალა“.