მარიუპოლის საავადმყოფოების დაბომბვის შედეგად 128 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა

მარიუპოლის საავადმყოფოების დაბომბვის შედეგად 128 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა

2-03-2022, 07:15 - 2022
741
       

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, რუსი დამპყრობლების მიერ მარიუპოლის საავადმყოფოების დაბომბვის შედეგად 128 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. 

მერის განმარტებით, ქალაქის საავადმყოფოებში დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

„მარცხენა სანაპირო კვლავ დაიბომბა და, სამწუხაროდ, მოხდა კიროვის საცხოვრებელი უბნის მძიმე დაბომბვა.


სამწუხაროდ, ისევ ცუდ ამბებს ვიღებთ, დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე იზრდება.დღეს ჩვენს საავადმყოფოებში 128 ადამიანია“, - განაცხადა
ვადიმ ბოიჩენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები