დიდი ბრიტანეთი ბელარუსს რუსეთის შეჭრაში დახმარების გამო სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
სანქციები შეეხება ბელარუსის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვიქტორ გულევიჩს და თავდაცვის მინისტრის სამ სხვა მოადგილეს, ასევე ორ სამხედრო საწარმოს.
სანქცირებულთა სიაში შედის:
გენერალ-მაიორი ანდრეი ბურდიკო, ბელორუსის შეიარაღებული ძალების ზურგის უფროს;
გენერალ-მაიორი სერხი სიმონენკო, შეიარაღების უფროსი;
გენერალ-მაიორი ანდრეი ჟუკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე..